
ფსალმუნი 138:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
ფსალმუნი 138:4 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 138:4 კონტექსტში
138:2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
138:3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
138:4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
138:6რადგან მაღალია უფალი და დამდაბლებულს ხედავს; ხოლო მედიდურს შორიდან შეიცნობს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 138:4
- ფსალმუნები 102:15შეეშინდებათ ხალხებს უფლის სახელისა და ყველა მეფეს ამქვეყნიერს - შენი დიდებისა.
- ფსალმუნები 72:11და ყველა მეფე თაყვანსა სცემს მას, ყველა ხალხი დაემორჩილება.
- ფსალმუნები 22:22ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
- ფსალმუნები 22:27გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
- ესაია 60:16ხალხთა ღალით გამოიკვებები და მეფეთა დოვლათით გამოიზრდები, და გეცოდინება, რომ მე ვარ უფალი, შენი მხსნელი და გამომსყიდველი, იაკობის ძლიერი.
- ესაია 49:23მეფეები შენი გამზრდელები იქნებიან, მათი დედოფლები კი - შენი ძიძები; პირქვე დამხობით გცემენ თაყვანს და შენ ფეხთა მტვერს დაუწყებენ ლოკვას, რათა გაიგონ, რომ მე უფალი ვარ და არ შერცხვება ჩემს მოიმედეს.
- ფსალმუნები 102:22როცა შეგროვდებიან ხალხები ერთად და სამეფონი უფლის სამსახურებლად.
- გამოცხადება 11:15მეშვიდე ანგელოზმა ჩაბერა საყვირს და გაისმა ცაში გრგვინვა, რომელიც ხმობდა: ქვეყნის სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ქრისტეს სამეფო გახდა, და იმეფებს უკუნითი უკუნისამდე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 138
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 138 · გახსენი ბიბლიის მკითხველში