
გლოვა იერემიასი 3:59 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
გლოვა იერემიასი 3:59 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:59 კონტექსტში
3:57შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
3:58შენ ესარჩლებოდი ჩემს სულს, უფალო, შენ გამოისყიდე ჩემი სიცოცხლე!
3:59შენ დაინახე ჩემი ჩაგვრა, უფალო, მაშ, გაიკითხე ჩემი სამართალი!
3:60შენ დაინახე მათი შური ჩემ მიმართ, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
3:61შენ გაიგონე მათი გინება, უფალო, მათი ზრახვები ჩემ წინააღმდეგ!
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:59
- ფსალმუნები 43:1განმიკითხე, ღმერთო, და გამომესარჩლე უკეთურ ხალხთან, ცბიერი და ბოროტი კაცისაგან მიხსენი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:23ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;
- ფსალმუნები 35:1დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემ წინააღმდეგ მებრძოლთ.
- შესაქმე 31:42ღმერთი მამაჩემისა, ღმერთი აბრაამისა და შიში ისაკისა რომ არ ყოფილიყო ჩემთან, მაშინ ხომ ხელცარიელს გამისტუმრებდი. ჩემს ტანჯვა-წვალებასა და ჯაფას მოხედა ღმერთმა და გამხილა გუშინ.
- ფსალმუნები 9:4რადგან შენ გაარჩიე ჩემი დავა და სამართალი; დაბრძანდი ტახტზე, სიმართლის მსაჯულო.
- ფსალმუნები 26:1დავითისა. განმსაჯე, უფალო, რადგან ვიდოდი ჩემი სიწრფელით, უფალზე ვიყავ მინდობილი და არ წავბორძიკდები.
- ფსალმუნები 35:23გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
- იერემია 37:1გამეფდა ქონია იეჰოაკიმის ძის ნაცვლად ციდკია იოშიას ძე, რომელიც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ, გაამეფა იუდას ქვეყანაში.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში