
გლოვა იერემიასი 3:57 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შენ ახლოს ხარ, როცა გიხმობ; ამბობ: ნუ გეშინის!
გლოვა იერემიასი 3:57 · საქართველოს საპატრიარქო
გლოვა იერემიასი 3:57 კონტექსტში
პარალელური ადგილები: გლოვა იერემიასი 3:57
- ესაია 41:10ნუ გეშინია, რადგან შენთანა ვარ მე; ნუ დაფრთხები, რადგან შენი ღმერთი ვარ მე; გაგამხნევებ და შეგეწევი ჩემი მხსნელი მარჯვენით-მეთქი.
- იაკობის ეპისტოლე 4:8მიუახლოვდით ღმერთს და მოგიახლოვდებათ; განიბანეთ ხელები, ცოდვილნო, და განიწმინდეთ გულები, ორგულნო.
- ესაია 58:9მაშინ მოუხმობ და ხმას გაგცემს უფალი; შეჰღაღადებ და იტყვის: აქ ვარ! თუ შეწყვეტ ჩაგვრას, ცილისწამებას და ავსიტყვაობას;
- გამოცხადება 2:10ნუ გეშინია ნურაფრისა, რისი დათმენაც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი აპირებს ზოგი თქვენგანი გამოსაცდელად ჩააგდოს საპყრობილეში; და გექნებათ ურვა ათი დღე. სიკვდილამდე ერთგული იყავი და მოგცემ შენ სიცოცხლის გვირგვინს.
- ესაია 41:14ნუ გეშინია მატლო იაკობ, ერთი შეწვა ისრაელო! მე შეგეწევი, ამბობს უფალი და შენი გამომსყიდველი ისრაელის წმიდა.
- ესაია 43:1ახლა ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი, იაკობ, და შენი გამომსახველი, ისრაელ: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ.
- ესაია 43:2როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები, და მდინარეებს - არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება.
- ფსალმუნები 145:18ახლოა უფალი ყველა მის მლოცველთან, ყოველთან, ვინც მას მოუხმობს ჭეშმარიტებით.
განაგრძე კითხვა: გლოვა იერემიასი 3
სრულად წაიკითხე: გლოვა იერემიასი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში