
ლევიანი 11:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
ლევიანი 11:33 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 11:33 კონტექსტში
11:31ესენია თქვენთვის უსურმაგნი ქვემძრომებში; ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
11:32ყველაფერი, რაზეც კი რომელიმე მათგანი დაეცემა, ხის რაიმე ჭურჭელი იქნება, ტყავის თუ ჯვალოს სამოსელი, ნებისმიერი სახმარი ნივთი, გაუწმიდურდება; წყალში უნდა ჩაიდოს და საღამომდე გაუწმიდურებული იქნება, მერე კი გაწმიდავდება.
11:33თუ რაიმე თიხის ჭურჭელში ჩავარდება, ყველაფერი, რაც ჭურჭელშია, გაუწმიდურდება; უნდა დაამტვრიოთ.
11:34თუ რამე საჭმელს, რასაც ჭამთ, წყალი დაესხა, გაუწმიდურდება; ყოველი სასმელი, რომელსაც რამე ჭურჭლიდან სვამთ, გაუწმიდურდება.
11:35ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 11:33
- ლევიანი 6:28თიხის ჭურჭელი, რომელშიც იგი მოიხარშა, უნდა დაიმტვრეს; თუ სპილენძის ჭურჭელში მოიხარშა, უნდა გაიხეხოს და წყლით გაირეცხოს.
- ლევიანი 15:12ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.
- იერემია 48:38მოაბის ყველა ბანზე და მის ყველა მოედანზე გლოვის ხმა ისმის, რადგან მე დავლეწე მოაბი უხმარი ჭურჭელივით, ამბობს უფალი.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:1რადგანაც ვიცით, რომ თუ ეს ჩვენი მიწიერი სახლი, თუ ეს კარავი დაინგრევა, ღმერთის მიერ გვაქვს სასახლე ცაში, ხელთუქმნელი და მარადიული.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:8მაგრამ ნდობით ვართ აღვსილნი და გვიჯობს სხეულიდან გამოვსახლდეთ, რათა უფალთან დავესახლოთ.
- ლევიანი 14:45უნდა დაანგრიონ სახლი, ქვები, ძელები და სახლის მთელი ბათქაში და ქალაქის გარეთ, უწმიდურ ადგილზე გაიტანონ.
- ფილიპელთა მიმართ 3:21რომელიც ისე გარდაქმნის ჩვენს დამდაბლებულ სხეულს, რომ თავის დიდებულ სხეულს დაამსგავსებს იმ ძალისხმევით, რითაც თავის თავს უმორჩილებს ყოველს.
- ლევიანი 11:35ყველაფერი, რასაც მათი ლეშიდან რამე მოხვდა, გაუწმიდურებულია; ღუმელი იქნება თუ კერა, უნდა დაიმტვრეს; უწმიდურია ისინი და თქვენთვისაც უწმიდური უნდა იყოს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 11
სრულად წაიკითხე: ლევიანი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში