გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ლევიანი 15:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ლევიანი 15:12

ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.

ლევიანი 15:12 · საქართველოს საპატრიარქო

ლევიანი 15:12 კონტექსტში

15:10ყველა, ვინც კი მიეკარება რაიმესა რაც მის ქვეშ არის, გაუწმიდურებულია საღამომდე; ხოლო მისმა მტვირთველმა ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

15:11ყველამ, ვისაც კი გამონადენიანი მიეკარება, და ხელი არ ექნება დაბანილი, ტანისამოსი უნდა გაირეცხოს, წყალში იბანოს და გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.

15:12ყოველი თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი მიეკარება, უნდა დაიმტვრეს, ყოველი ხის ჭურჭელი წყალში უნდა გაირეცხოს.

15:13როდესაც გამონადენიანი თავისი უწმიდურობისგან წმიდავდება, შვიდი დღე უნდა იანგარიშოს გასაწმიდავებლად. ტანისამოსს გაირეცხავს, ტანს დაიბანს წყაროს წყალში და გაწმიდავებული იქნება.

15:14მეშვიდე დღეს აიყვანს ორ გვრიტს ან ორ მტრედის ხუნდს, მივა უფლის წინაშე, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან და მღვდელს მისცემს მათ.

პარალელური ადგილები: ლევიანი 15:12

განაგრძე კითხვა: ლევიანი 15

სრულად წაიკითხე: ლევიანი 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში