
ლევიანი 21:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.
ლევიანი 21:17 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 21:17 კონტექსტში
21:15არ უნდა წაბილწოს თავისი თესლი თავის ხალხში. რადგან მე ვარ უფალი, მისი წმიდამყოფელი.
21:17ასე უთხარი აარონს: ნაკლის მქონე კაცმა შენს შთამომავალთაგან არ შესწიროს თავისი ღვთის პური.
21:18რადგან არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს, არა აქვს შეწირვის უფლება - არც ბრმას, არც კოჭლს, არც ცხვირჩაჭყლეტილს, არც ცხვირწაშვერილს,
პარალელური ადგილები: ლევიანი 21:17
- რიცხვთა 16:5ასე ელაპარაკა კორახს და მთელ მის დასს: ხვალ გამოაცხადებს უფალი, ვინ არის მისი და ვინ არის წმიდა, რათა დაიახლოვოს იგი; ვისაც აირჩევს, იმას დაიახლოვებს.
- ფსალმუნები 65:4ნეტარ არს, ვისაც ამოირჩევ და დაიახლოებ, რომ იცხოვროს შენს ეზოში; გავძღებით შენი სახელის სიკეთით, წმიდაა შენი ტაძარი.
- ლევიანი 10:3უთხრა მოსემ აარონს: ეს არის, რასაც ამბობდა უფალი: ჩემს ახლობლებში განვიწმიდები და მთელი ერის წინაშე განვიდიდები. დადუმდა აარონი.
- ლევიანი 21:21არავის, ვისაც რამე ნაკლი აქვს აარონ მღვდლის შთამომავლობაში, არა აქვს უფლება უფლის საცეცხლო მსხვერპლის შეწირვისა; ნაკლია მასში. არა აქვს უფლება თავისი ღვთის პურის შეწირვისა.
- ლევიანი 21:6წმიდები უნდა იყვნენ თავიანთი ღვთისთვის და არ უნდა შეურაცხყონ თავიანთი ღვთის სახელი, რადგან უფლის საცეცხლო მსხვერპლს, თავიანთი ღვთის პურს, სწირავენ ისინი. წმიდები უნდა იყვნენ.
- ლევიანი 22:20არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
- ლევიანი 22:25უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
- ლევიანი 3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 21
სრულად წაიკითხე: ლევიანი 21 · გახსენი ბიბლიის მკითხველში