
ლევიანი 23:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.
ლევიანი 23:19 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 23:19 კონტექსტში
23:17თქვენ-თქვენი საცხოვრებლებიდან მიიტანეთ შესარხეველი პური. ორი მეათედი ეფა გამტკიცული ფქვილისგან უნდა იყოს; საფუარიანი უნდა გამოცხვეს - პირველმოწეულ ნაყოფად უფლისათვის.
23:18მიაყოლეთ პურს შვიდი წელგამოვლილი საღი ცხვარი, ერთი ხბო და ორი ვერძი. ესენი იქნება აღსავლენი უფლისათვის, საძღვნო და ზედაშე - საცეცხლო მსხვერპლად, კეთილსურნელებად უფლისათვის.
23:19გაამზადეთ ერთი თხა ცოდვის გამოსასყიდად და ორი წელგამოვლილი ცხვარი სამადლობელ მსხვერპლად.
23:20შეარხევს მათ მღვდელი უფლის წინაშე პირველმოწეულ პურთან და ორ ცხვართან ერთად. ეს იყოს საუფლო საწმიდარი მღვდლისათვის.
23:21გამოაცხადეთ, რომ სწორედ ამ დღეს გექნებათ წმიდა შეკრებულობა. არაფერი საქმე არ აკეთოთ. ეს გქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში, ყველგან თქვენს საცხოვრებლებში.
პარალელური ადგილები: ლევიანი 23:19
- რიცხვთა 28:30ერთიც ვაცი თქვენი მიტევებისთვის.
- ლევიანი 4:23მერე მიხვდება თავის ცოდვას, რაც ჩაიდინა, - მამალი, საღი თხა მიიყვანოს შესაწირავად.
- ლევიანი 4:28და მერე მიხვდება თავის ჩადენილ ცოდვას, - დედალი, საღი თხა შესწიროს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:21რომელმაც ცოდვის არმცოდნე ცოდვის მსხვერპლად აქცია, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში.
- ლევიანი 16:15დაკლას ხალხის ცოდვის გამოსასყიდი ვაცი და შეიტანოს მისი სისხლი კრეტსაბმელის იქით, და იხმაროს მისი სისხლი, როგორც ხბოს სისხლი იხმარა. დაასხუროს იგი თავსარქველზე და თავსარქველის წინ.
- რიცხვთა 15:24თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
- რომაელთა მიმართ 8:3რაკი ხორცისგან დაუძლურებულმა რჯულმა მეტი ვერ შესძლო, ღმერთმა მოავლინა თავისი ძე ცოდვილი ხორცის მსგავსებით და ცოდვისვე გამო, რათა მსჯავრი დაედო ხორციელი ცოდვისთვის.
- ლევიანი 7:11ეს არის წესი სამადლობელი მსხვერპლისა, რომელსაც სწირავს კაცი უფალს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 23
სრულად წაიკითხე: ლევიანი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში