
კოლასელთა მიმართ 4:1: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
კოლასელთა მიმართ 4:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 4:1
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
არისტიდე ათენელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘უფალნო, მიაგეთ მონათა თქუენთა სამართალი და წრფელი’ (კოლ. 4:1). მაშ, რა არის სიმართლე და რა არის სწორუპოვნება? ნუთუ არა ის, რომ უხვად მიანიჭოთ მათ ყოველივე და არ დაუშვათ, რაიმეში იჭირვებოდნენ, არამედ საზღაური მისცეთ მათ შრომისათვის? თუკი მე ვთქვი, რომ ისინი ღვთისაგან მიიღებენ საზღაურს, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოაკლო მათ საზღაური?”
მთელი განმარტება
“უფალნო, მიაგეთ მონათა თქუენთა სამართალი და წრფელი” (კოლ. 4:1). მაშ, რა არის სიმართლე და რა არის სწორუპოვნება? ნუთუ არა ის, რომ უხვად მიანიჭოთ მათ ყოველივე და არ დაუშვათ, რაიმეში იჭირვებოდნენ, არამედ საზღაური მისცეთ მათ შრომისათვის? თუკი მე ვთქვი, რომ ისინი ღვთისაგან მიიღებენ საზღაურს, ნუთუ ეს იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოაკლო მათ საზღაური?
სხვაგან ბრძანებს: “შეურაცხებაჲ მოაკლეთ” (ეფეს. 6:9), რათა უფრო თვინიერნი გახდნენ, ვინაიდან ისინი სრულყოფილნი იყვნენ. “რომელი საწყაულითაცა მიუწყოთ, მოგეწყოს თქუენ” (მათ. 7:2). სიტყვები: “არა არს გარჩევაჲ პირთა” (რომ. 2:11), მათვე მიემართება, რათა მიიღონ ეს, ვინაიდან, როდესაც ერთის სათქმელს მეორეს ვეუბნებით, მაშინ იმდენად მას კი არ ვასწორებთ, რამდენადაც დამნაშავეს.
“და თქუენცა” მათთან ერთად, ბრძანებს პავლე. აქ მონობას საერთოს ხდის. “უწყოდეთ, ამბობს, რამეთუ უფალი თქუენიცა არს ცათა შინა”. უფალი ყველასია. ზეციური სასუფეველი ყველასთვისაა განკუთვნილი. მონა ხარ თუ თავისუფალი, მთავარია, ღვთის წინაშე სიმართლით იცხოვრო.
ბასილი დიდი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 4:1 კონტექსტში
4:1ბატონებო, მიაგეთ მონებს, რაც სწორია და სამართლიანი; გახსოვდეთ, რომ თქვენცა გყავთ უფალი ცაში.
4:2გულმოდგინედ ილოცეთ და იფხიზლეთ მასში მადლიერებით.
4:3ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა უფალმა გაგვიღოს სიტყვის კარი ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც მადევს ბორკილი;
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 4:1
- ეფესელთა მიმართ 6:8იცოდეთ, რომ ყველა, მონაც და თავისუფალიც, ვინც კი სიკეთეს სჩადის, საზღაურს მიიღებს უფლისგან.
- ეფესელთა მიმართ 6:20რისთვისაც ვმოციქულობ ბორკილდადებული და თამამად ვლაპარაკობ, რისი თქმაც მმართებს.
- გამოცხადება 17:14ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
- იაკობის ეპისტოლე 2:13რადგანაც მსჯავრი უწყალო იქნება მისთვის, ვისთვისაც უცხო იყო გულმოწყალება; მოწყალება მსჯავრზე უმძლავრესია.
- მეორე სთვლისაება 24:14ნუ დაჩაგრავ მოჯამაგირეს და ღარიბ-ღატაკს, შენი მოძმე იქნება ის თუ შენს ქვეყანაში, შენს კარზე მცხოვრები მდგმური.
- მეორე სთვლისაება 24:15თავის დროზე გადაუხადე გასამრჯელო და ნუ დაუცდი მზის ჩასვლას, რადგან ღარიბია იგი და შენი იმედი აქვს; არ გიჩივლოს უფალთან და ცოდვა არ დაგედოს.
- ლუკას სახარება 16:1თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყო ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
- ლუკას სახარება 16:13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


