
ფსალმუნი 19:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
ფსალმუნი 19:12 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 19:12 კონტექსტში
19:10სასურველი არიან ოქროზე და თვით ბაჯაღლოზე მეტად და უტკბილესნი თაფლისა და გოლეულისა.
19:11და შენი მორჩილი მათით არის განათებული; დიდია საზღაური მათი დაცვისათვის.
19:12ვინ გულისხმა-ჰყოს შეცდომები? განმწმინდე მე დაფარულთაგან.
19:13ბოროტთაგანც განაშორე მორჩილი შენი, რათა არ გაბატონდნენ ჩემზე; მაშინ უმწაკვლო შევიქმნები და თავს დავაღწევ დიდ ცოდვას.
19:14დაე, იყოს შენთვის სასურველი სიტყვანი ჩემი პირისა და ზრახვანი ჩემი გულისა, უფალო, ბურჯო და დამხსნელო ჩემო.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 19:12
- ფსალმუნები 90:8ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
- იობი 6:24მასწავლეთ და დავდუმდები, გამაგებინეთ ჩემი ბრალი-მეთქი.
- იერემია 17:9უნდოა ყველას გული და უკურნებელი, ვინ შეიცნობს მას?
- ფსალმუნები 139:23გამომცადე, უფალო, და შეიცან გული ჩემი; შემამოწმე და შეიცან აზრები ჩემი.
- ფსალმუნები 139:24ნახე, სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ, და წამიძეღი მარადიულ გზაზე.
- ფსალმუნები 40:12რადგანაც გარე შემომეხვია აურაცხელი უბედურება, წამომეწივნენ ცოდვანი ჩემნი და არ შემეძლო დანახვა; ჩემი თმის ბეწვებზე მეტად მომრავლდნენ და გულმა მიმატოვა.
- კორინთელთა მიმართ ა 4:4რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
- იოანეს ეპისტოლე ა 1:7ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 19
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში