
ლევიანი 7:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
ლევიანი 7:19 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 7:19 კონტექსტში
7:17მსხვერპლის ხორციდან რაც მესამე დღეს მორჩება, ცეცხლში უნდა დაიწვას.
7:18თუ სამადლობელი მსხვერპლის ხორციდან მესამე დღეს შეჭამს, არ იქნება სათნო: არაფრად ჩაეთვლება მის შემწირველს, სიბილწე იქნება ეს და ცოდვა დაეკისრება მის მჭამელს.
7:19ხორცი, რომელიც რამე უწმიდურს მიეკარა, არ იჭმევა, ცეცხლში უნდა დაიწვას. ვინც განწმენდილია, იმას შეუძლია შეჭამოს.
7:20თუ ვინმე უწმიდურობაში შეჭამს უფლის სამადლობელ მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
7:21თუ ვინმე უწმიდურს რასმე შეეხება, იქნება ეს ადამიანის უწმიდურება, უწმიდური პირუტყვი, გინა რაიმე უწმიდური ქვემძრომი, და შეჭამს უფლის სამადლობელი მსხვერპლის ხორცს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან.
პარალელური ადგილები: ლევიანი 7:19
- ლევიანი 11:24მათი უწმიდურობა თქვენზე გადმოვა; ყველა, ვინც კი მათ ლეშს შეეხება, გაუწმიდურებული იქნება საღამომდე.
- ლევიანი 11:39თუ ისეთი პირუტყვი მოკვდება, რომელიც გეჭმევათ, და მის ლეშს ვინმე მიეკარება, გაუწმიდურებული იქნება იგი საღამომდე.
- ლუკას სახარება 11:41მაშ, გაეცით მოწყალებად, რაც გაგაჩნიათ, და აჰა, ყველაფერი წმინდა გექნებათ.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
- რიცხვთა 19:11თუ ვინმე მიეკარება მკვდარს, ვინც უნდა იყოს იგი, და უწმიდური დარჩება შვიდ დღეს,
- რიცხვთა 19:16ყველა, ვინც მახვილით მოკლულს ან მკვდარს, ან კაცის ძვალს ან სამარხს მიეკარება ველზე, შვიდ დღეს გაუწმიდურებულია.
- მოციქულთა საქმენი 10:28და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.
- რომაელთა მიმართ 14:20საჭმლის გულისთვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეს. ყველაფერი წმიდაა, მაგრამ ბოროტია კაცისთვის, ვინც საცდუნებლად ჭამს.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 7
სრულად წაიკითხე: ლევიანი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში