
ლევიანი 9:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.
ლევიანი 9:19 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:19 კონტექსტში
9:17შესწირა საძღვნო და ხელი აივსო იმით, და დაწვა სამსხვერპლოზე დილის აღსავლენის გარდა.
9:18დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
9:19მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.
9:20დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
9:21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:19
- ლევიანი 3:16დაწვას ეს მღვდელმა სამსხვერპლოზე. ეს არის პური, საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად. მთელი ქონი უფლისაა.
- ლევიანი 9:10თავისი ცოდვის გამოსასყიდის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი სამსხვერპლოზე დაწვა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსესთვის უფალს.
- ლევიანი 3:5დაწვან იგი აარონიანებმა სამსხვერპლოზე აღსავლენთან ერთად, რომელიც შეშის ზემოთ დევს, ცეცხლზე, ეს არის საცეცხლო მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 3:9შესწიროს სამადლობელი მსხვერპლიდან უფალს საცეცხლო მსხვერპლად: მისი ქონი, და მთელი დუმა, თეძოსთავამდე მოაცილოს იგი; ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია, მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში