
ლევიანი 9:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
ლევიანი 9:20 · საქართველოს საპატრიარქო
ლევიანი 9:20 კონტექსტში
9:18დაკლა ხარი და ვერძი სამადლობელ მსხვერპლად ხალხისგან და მიუტანეს აარონს მისმა შვილებმა სისხლი, რომელიც გარშემო მოასხურა სამსხვერპლოს.
9:19მიუტანეს ხარის ქონები და ვერძის დუმა, შიგნეულის ქონი, თირკმლები და ღვიძლის ბადექონი.
9:20დაადეს ქონები მკერდს და დაწვა ქონები სამსხვერპლოზე.
9:21მკერდი და მარჯვენა ბეჭი შეარხია აარონმა შესარხეველად უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა მოსეს.
9:22გაიშვირა ხელი აარონმა ერისკენ და დალოცა ისინი, და ჩამოვიდა ძირს, როცა მორჩა ცოდვის გამოსასყიდს, აღსავლენს და სამადლობელ მსხვერპლს.
პარალელური ადგილები: ლევიანი 9:20
- ლევიანი 7:29უთხარი ისრაელიანებს: უფლისადმი სამადლობელი მსხვერპლის შემწირველმა მიუტანოს თავისი შესაწირავი უფალს სამადლობელი მსხვერპლიდან.
- ლევიანი 7:34რადგან შესარხეველი მკერდი და აღსამართავი ბეჭი გამოვართვი ისრაელიანებს მათი სამადლობელი მსხვერპლიდან და დავუწესე აარონს და მის შვილებს სამარადისო არჩივად ისრაელიანთაგან.
- ლევიანი 3:14შესწიროს მისგან საცეცხლო მსხვერპლად უფალს ქონი, რომელიც შიგნეულს აფენია და მთელი ქონი, რაც შიგნეულზეა.
- ლევიანი 3:17ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისთვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ.
განაგრძე კითხვა: ლევიანი 9
სრულად წაიკითხე: ლევიანი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში