
ლუკას სახარება 12:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
ლუკას სახარება 12:6 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის პარასკევი (ცისკრის სახარება).
ლუკას სახარება 12:6 კონტექსტში
12:4თქვენ გეუბნებით, ჩემს მეგობრებს: ნუ გეშინიათ იმათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ სხვას ვეღარას გავნებენ;
12:5არამედ გიჩვენებთ, ვისი გეშინოდეთ: გეშინოდეთ იმისა, ვისაც თქვენი მოკვლის შემდეგ შეუძლია ჩაგაგდოთ გეენას. დიახ, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ.
12:6განა ხუთი ბეღურა ორ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ არის დავიწყებული ღმერთის წინაშე.
12:7ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც დათვლილია; მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან ყველა ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
12:8ამასაც გეტყვით: ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, ძეც კაცისა აღიარებს ღმრთის ანგელოზთა წინაშე.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 12:6
- ლუკას სახარება 12:24შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
- ფსალმუნები 145:15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
- ფსალმუნები 145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
- მათეს სახარება 10:29განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
- ფსალმუნები 50:10რადგან ჩემია ტყის ყველა ცხოველი, პირუტყვი ათასობით მთებში.
- ფსალმუნები 50:11ჩემთვის ცნობილია მთის ყველა ფრინველი და მინდვრის ცხოველები ჩემ წინაშე არიან.
- ფსალმუნები 147:9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
- ფსალმუნები 113:5ვინ არის, ვითარცა უფალი, ღმერთი ჩვენი, მაღლა დამკვიდრებული?
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 12
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში