
ფსალმუნი 145:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
ფსალმუნი 145:15 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 145:15 კონტექსტში
145:13შენი მეფობა მეფობაა ყველა საუკუნისა და შენი ბატონობა თაობებში.
145:14უფალი შემწეა ყველა დაცემულისა და გამმართავი ყველა წელში მოხრილისა.
145:15ყველას თვალები შენ შემოგცქერიან და შენ აძლევ მათ საზრდოს თავის დროზე.
145:16აღაპყრობ შენს ხელს და დააკმაყოფილებ ყოველ სულდგმულს.
145:17მართალია უფალი ყველა თავის გზაზე და მოწყალეა ყველა თავის საქმეში.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 145:15
- ფსალმუნები 136:25რომელიც აძლევს პურს ყოველ ხორციელს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- ფსალმუნები 104:27ყველა მათგანი შენგან მოელის საზრდოს მიცემას თავ-თავის დროზე.
- მოციქულთა საქმენი 17:25და არ მოითხოვს მსახურებას კაცთა ხელით, თითქოს რაიმე სჭირდებოდეს, არამედ ყველას თვითონ ანიჭებს სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს.
- მათეს სახარება 6:26შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
- ფსალმუნები 147:8რომელიც ფარავს ცას ღრუბლებით, ამზადებს დედამიწისათვის წვიმას, აღმოაცენებს მთებში ბალახს.
- ფსალმუნები 147:9აძლევს პირუტყვს თავის საზრდოს, ყორნის ბარგყებს, რომელნიც მოუხმობენ მას.
- ლუკას სახარება 12:24შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
- შესაქმე 1:30მიწის ყველა მხეცს, ცის ყველა ფრინველს, ყველა ქვემძრომს, რასაც კი სიცოცხლის სული უდგას, მწვანე ბალახი ჰქონდეს საჭმელად. და იქმნა ასე.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 145
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 145 · გახსენი ბიბლიის მკითხველში