
იგავესნი 23:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
იგავესნი 23:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:19 კონტექსტში
23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
23:18რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
23:19მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:19
- იგავესნი 23:26შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
- იგავესნი 4:10ისმინე, შეილო, მიიღე ჩემი ნათქვამი და გაგიგრძელდება სიცოცხლის წლები.
- იგავესნი 4:23შეინახე გული ყოველ შესანახავზე მეტად, რადგან მასშია სიცოცხლის წყარო.
- იგავესნი 6:6მიდი ჭიანჭველასთან, მცონარავ, დააკვირდი მის ქცევას და ჭკუა ისწავლე.
- იგავესნი 23:12გული მიაქციე შეგონებას და ყური - ცოდნის სიტყვებს.
- იგავესნი 9:6მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში