
იგავესნი 23:22 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
იგავესნი 23:22 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:22 კონტექსტში
23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
23:22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
23:23ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
23:24მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:22
- იგავესნი 30:17მამის დამცინავ და დედის ურჩ თვალებს ხევის ყვავები ამოკორტნიან და არწივის მართვენი შეჭამენ.
- იგავესნი 1:8ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- ეფესელთა მიმართ 6:1შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.
- ეფესელთა მიმართ 6:2„პატივი ეცი მამას შენსას და დედას“, ესაა პირველი მცნება აღთქმით, -
- იოანე 19:26ხოლო იესომ, როცა დაინახა დედა და იქვე მდგომი მოწაფე, რომელიც უყვარდა, უთხრა დედას: დედაო, აჰა, შენი ძე!
- იოანე 19:27მერე კი მოწაფეს უთხრა: აჰა, დედაშენი; და ამ საათიდან მოწაფემ თავისას წაიყვანა იგი.
- იგავესნი 6:20დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ.
- მეორე სთვლისაება 27:16წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი! იტყვის მთელი ერი: ამინ!
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში