
ლუკას სახარება 18:40 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
ლუკას სახარება 18:40 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-34 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 18:40 კონტექსტში
18:38მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
18:39წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
18:40იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
18:41რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:40
- მათეს სახარება 20:31ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
- მათეს სახარება 20:34შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
- მარკოზის სახარება 10:48ბევრი რისხავდა, გაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ყვიროდა, დავითის ძეო, შემიწყალე მე!
- მარკოზის სახარება 10:52იესომ უთხრა მას: წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. მაშინვე აეხილა თვალი და გზად გაჰყვა იესოს.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში