
ლუკას სახარება 18:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
ლუკას სახარება 18:39 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-34 კვირიაკე (სახარება).
ლუკას სახარება 18:39 კონტექსტში
18:37უთხრეს, იესო ნაზარეველი მოდისო.
18:38მაშინ შეღაღადა და თქვა: იესო, დავითის ძეო, შემიწყალე მე:
18:39წინ მიმავალნი უბრძანებდნენ, დაჩუმდიო, მაგრამ ის უფრო ხმამაღლა ღაღადებდა: დავითის ძეო, შემიწყალე მე!
18:40იესო შეჩერდა და ბრძანა, აქ მომგვარეთო; როცა მიუახლოვდა, ჰკითხა:
18:41რას მოითხოვ ჩემგან? ხოლო მან მიუგო: თვალის ახელას, უფალო!
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 18:39
- შესაქმე 32:26უთხრა: გამიშვი, უკვე თენდება. უთხრა: არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ.
- შესაქმე 32:28უთხრა ამიერიდან აღარ ითქვას შენს სახელად იაკობი, არამედ ისრაელი, რადგან ღმერთს და ადამიანებს შეებრძოლე და სძლიე.
- ფსალმუნები 141:1ფსალმუნი დავითისა. უფალო, შენ მოგიხმობ, გამოეშურე ჩემკენ, მოისმინე ჩემი ხმა, რაჟამს მოგიხმობ შენ.
- მათეს სახარება 26:40მივიდა თავის მოწაფეებთან და მძინარენი ჰპოვა ისინი, და უთხრა პეტრეს: ასე, ერთ საათსაც ვერ შესძელით გეფხიზლათ ჩემთან ერთად?
- მათეს სახარება 26:44მიატოვა ისინი, მესამედაც გაშორდა მათ, და კვლავ იგივე სიტყვები წარმოთქვა.
- ლუკას სახარება 18:15მიჰგვარეს ბავშვები, რომ შეხებოდა მათ, ხოლო ამის შემყურე მოწაფეები ნებას არ რთავდნენ.
- ლუკას სახარება 11:8გეუბნებით, მეგობრობის გამოც რომ არ ადგეს და არ მისცეს პური, თუ არ მოეშვა, მაშინ მაინც ადგება და მისცემს იმდენს, რამდენიც სჭირდება.
- ლუკას სახარება 11:10რადგან ყველა მთხოვნელს მიეცემა, მძებნელი ჰპოვებს და ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 18
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 18 · გახსენი ბიბლიის მკითხველში