
მათეს სახარება 20:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს.
მათეს სახარება 20:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-9 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 20:21 კონტექსტში
20:19და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.
20:20მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.
20:21მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენ მარჯვნივ, მეორე კი შენ მარცხნივ დაჯდეს.
20:22იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
20:23ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემ მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 20:21
- მათეს სახარება 19:28ხოლო იესომ მიუგო მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით, რომ ვინც მე გამომყევით, მეორედ შობისას, როცა ძე კაცისა დაჯდება თავისი დიდების ტახტზე, - ერთად დასხდებით თორმეტ ტახტზე ისრაელის თორმეტი ტომის განსჯად.
- მარკოზის სახარება 10:36იესომ ჰკითხა მათ: მაინც რის შესრულებას მთხოვთ?
- მარკოზის სახარება 10:37მათ მიუგეს: მოგვეცი ნება, რათა შენს დიდებაში ერთი შენ მარჯვნივ და მეორე შენ მარცხნივ დავსხდეთ.
- ესთერი 5:3უთხრა მეფემ: რა იყო, დედოფალო ესთერ? რა სათხოვარი გაქვს? ნახევარი სამეფოც რომ იყოს, მოგეცემა.
- მათეს სახარება 18:1იმ ხანად მივიდნენ მოწაფეები იესოსთან და ჰკითხეს: ვინ უფრო დიდია ცათა სასუფეველში?
- ფსალმუნები 110:1დავითისფსალმუნი. უთხრა უფალმა მეუფეს ჩემსას: იჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე დავანარცხებდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ.
- მოციქულთა საქმენი 1:6შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
- მათეს სახარება 20:32იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 20
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში