
რიცხვთა 3:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.
რიცხვთა 3:13 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 3:13 კონტექსტში
3:11ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
3:12აჰა, ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა შორის ნაცვლად ყოველი პირმშოსი, საშოს გამხსნელისა ისრაელიანთაგან. ჩემები არიან ლევიანები,
3:13რადგან ჩემია ყველა პირმშო. იმ დღეს, როცა დავხოცე ყველა პირმშო ეგვიპტელთა ქვეყანაში, ჩემთვის განვიკუთვნე ყოველი პირმშო ისრაელში ადამიანიდან პირუტყვამდე; ჩემები არიან. მე ვარ უფალი.
3:14ელაპარაკა უფალი მოსეს სინაის უდაბნოში და უთხრა:
3:15აღრიცხე ლევიანები მათი მამისსახლების და საგვარეულოების მიხედვით; ყოველი მამროვანი ერთი თვიდან მოყოლებული აღრიცხე.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 3:13
- ლუკას სახარება 2:23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
- გამოსვლა 13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
- გამოსვლა 13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
- ლევიანი 27:26ოღონდ პირუტყვის პირველმოგებულს, რომელიც პირმშოობით უფლისაა, ვერვინ შეწირავს; ხარი იქნება თუ ცხვარი, უფლისაა.
- გამოსვლა 13:15როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
- რიცხვთა 18:15ყოველი ხორციელის პირველნაშობი, რომელსაც უფალს მიართმევენ, ადამიანი იქნება თუ პირუტყვი, შენ გეკუთვნის. ოღონდ ადამიანის პირმშო გამოისყიდე და უწმიდური პირუტყვის პირველნაშობიც გამოისყიდე.
- ებრაელთა მიმართ 12:23მოზეიმე საკრებულოს და ცაში ჩაწერილ პირმშოთა ეკლესიას, ყოვლისგამკითხავ ღმერთს და სრულქმნილებას ზიარებულ მართალთა სულებს,
- გამოსვლა 34:19ჩემია საშოს ყოველი გამღები, ყოველი მამალი პირუტყვი, საშოს გამღები, ხარი და ცხვარი.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 3
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში