
მარკოზის სახარება 6:49 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
მარკოზის სახარება 6:49 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 6:49 კონტექსტში
6:47მწუხრის ჟამს ნავი შუაგულ ზღვაში იყო, თვითონ კი მარტო იდგა ხმელეთზე.
6:48და დაინახა, რომ გაუჭირდათ ცურვა, ვინაიდან პირქარი ქროდა; ხოლო ღამის მეოთხე გუშაგობისას ზღვაზე სვლით მივიდა მათთან და დააპირა უკან მოეტოვებინა ისინი.
6:49ხოლო მათ, ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოჩვენება ეგონათ და ყვირილი მორთეს;
6:50რადგან მისმა ხილვამ თავზარი დასცა ყველას. და მაშინვე შეეხმიანათ იესო: მხნედ იყავით; მე ვარ, ნუ გეშინიათ.
6:51ნავში ჩაუჯდა მათ და ქარიც ჩადგა, რამაც კიდევ უფრო განაცვიფრა ისინი.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 6:49
- მათეს სახარება 14:25და ღამის მეოთხე გუშაგობისას იესო ზღვაზე სვლით მივიდა მათთან.
- მათეს სახარება 14:26ზღვაზე მომავალი რომ დაინახეს, მოწაფეები შეძრწუნდნენ და თქვეს: მოჩვენება არისო, და შიშით შეჰყვირეს.
- ლუკას სახარება 24:37ხოლო ისინი შეკრთნენ და შეძრწუნდნენ: ასე ეგონათ, სულსა ვხედავთო.
- იობი 9:8მან ერთმა გაშალა ცა და მიაბიჯებს ზღვის ხერხემალზე;
- იობი 4:14შიშმა შემიპყრო და ყოველი ძვალი ჩემი შეაძრწუნა;
- იობი 4:16შედგა, მაგრამ ვერ გავარჩიე მისი სახე, რაღაც ხატება იყო ჩემ თვალწინ, დუმილი და, აჰა, მერე ხმა გავიგონე:
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 6
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში