
ლუკას სახარება 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?
ლუკას სახარება 8:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-17 კვირა (სახარება).
ლუკას სახარება 8:9 კონტექსტში
8:7ზოგი კიდევ ეკალ-ბარდებში ჩაცვივდა; წამოიზარდა ეკალი და ერთიანად მოაშთო ყველა.
8:8ხოლო ზოგი პოხიერ ნიადაგზე დაეცა, აღმოცენდა და ნაყოფიც გამოიღო ასმაგად. ეს რომ თქვა, შეღაღადა: ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს!
8:9მოწაფეებმა ჰკითხეს: რას უნდა ნიშნავდეს ეს იგავი?
8:10ხოლო მან თქვა: თქვენ მოგეცათ ღმრთის სასუფევლის საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო დანარჩენთ იგავებით ეთქმის, რათა მხედველნი ვერას ხედავდნენ, და მსმენელთ არა ესმოდეთ რა.
პარალელური ადგილები: ლუკას სახარება 8:9
- მარკოზის სახარება 4:10როდესაც ხალხი დაიშალა, მასთან დარჩენილებმა თორმეტ მოწაფესთან ერთად ჰკითხეს იგავის აზრი.
- მათეს სახარება 13:18მაშ, ისმინეთ მთესავის იგავი:
- მათეს სახარება 13:10მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?
- მარკოზის სახარება 4:34ხოლო უიგავოდ არაფერს ეტყოდა მათ; თავის მოწაფეებს კი განმარტოებით უხსნიდა ყველაფერს.
- მარკოზის სახარება 7:17ხოლო, როცა ხალხს გაეცალა და სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა ჰკითხეს იგავის აზრი.
- მარკოზის სახარება 7:18და უთხრა მათ: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა? ნუთუ არ გესმით, რომ არაფერს, გარედან შემავალს კაცში, არ შეუძლია მისი შებილწვა?
- იოანე 15:15უკვე აღარ გიწოდებთ მონებს, ვინაიდან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი; არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგანაც გაუწყეთ ყველაფერი, რაც მსმენია მამაჩემისგან.
- მათეს სახარება 13:36მაშინ გაუშვა იესომ ხალხი და სახლში დაბრუნდა. მიუახლოვდნენ მისი მოწაფეები და უთხრეს: განგვიმარტე ღვარძლისა და ყანის იგავი.
განაგრძე კითხვა: ლუკას სახარება 8
სრულად წაიკითხე: ლუკას სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში