
ფსალმუნი 121:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
ფსალმუნი 121:1 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 121:1 კონტექსტში
121:1გალობა აღსავალთა. მივაპყრობ თვალებს მთებს: საიდან მოვა ჩემი შეწევნა?
121:2ჩემი შეწევნა უფლისგანაა, რომელმაც შეჰქმნა ცა და ქვეყანა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 121:1
- ფსალმუნები 120:1გალობა აღსავალთა. უფალს ჩემი გაჭირვების ჟამს მოვუხმე და მიპასუხა.
- ფსალმუნები 123:1გალობა აღსავალთა. შენკენ აღვაპყარ ჩემი თვალები, ზეცაში მყოფო.
- იერემია 3:23ჭეშმარიტად, სიცრუეა გორაკები და ხალხმრავალი მთები! ჭეშმარიტად უფალში, ჩვენს ღმერთშია ისრაელის ხსნა!
- ესაია 2:3დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა - იერუსალიმიდან.
- ფსალმუნები 2:6მე ვაკურთხე მეფე ჩემი სიონზე - ჩემს წმიდა მთაზე.
- ფსალმუნები 87:1კორახის ძეთაფსალმუნი. გალობა. მისი საძირკველი წმიდა მთებშია.
- ფსალმუნები 68:15მთა ღმერთისა - მთა ბაშანისა, მთაგრეხილი - მთა ბაშანისა.
- ფსალმუნები 68:16რატომ შეჰყურებთ შურით, მთაგრეხილებო, მთას, რომელიც ისურვა ღმერთმა თავის სამოსახლოდ და უფალი დაიმკვიდრებს სამუდამოდ?
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 121
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 121 · გახსენი ბიბლიის მკითხველში