
მარკოზის სახარება 5:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან.
მარკოზის სახარება 5:29 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 სექტემბერი, 2028, სულთმოფენობის შემდგომი მე-15 კვირის ორშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 5:29 კონტექსტში
5:27იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
5:28ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
5:29და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რომ განიკურნა სნეულებისგან.
5:30მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
5:31ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 5:29
- მარკოზის სახარება 5:34ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.
- ფსალმუნები 103:3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
- მარკოზის სახარება 3:10ვინაიდან მრავალი განეკურნა: ასე რომ, ყველა სნეული აწყდებოდა, რათა შეხებოდა მას.
- ფსალმუნები 30:2უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
- გამოსვლა 15:26თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- ფსალმუნები 107:20მოუვლინა სიტყვა თვისი და განკურნა ისინი, და იხსნა მოსპობისაგან.
- იობი 33:24შეიბრალოს და თქვას: ნუ გასწირავ საფლავად ჩასვლისთვის, ნაპოვნი მაქვსო გამოსასყიდი,
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 5
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში