
მარკოზის სახარება 12:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
მარკოზის სახარება 12:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-37 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 12:9 კონტექსტში
12:7მაგრამ მევენახეებმა ერთმანეთს უთხრეს: აგერ მემკვიდრე; მოდით, მოვკლათ და მისი სამკვიდრო ჩვენ დაგვრჩებაო.
12:8შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
12:9მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
12:10ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:9
- რომაელთა მიმართ 10:20ესაია კი თამამად ამბობს: „ვეპოვნინე მათ, ვინც არ მეძებდა, და გამოვეცხადე მათ, ვინც არ მკითხულობდა“.
- რომაელთა მიმართ 11:12ხოლო თუ მათი დაცემა ქვეყნის სიმდიდრეა, მათი სიმწირე კი - წარმართთა სიმდიდრე, რამდენად უფრო მეტი იქნება სავსება მათი.
- რომაელთა მიმართ 9:30რას ვიტყვით? წარმართნი, რომელნიც არ ეძებდნენ სიმართლეს, ეწივნენ სიმართლეს, სიმართლეს რწმენის მიერ.
- რომაელთა მიმართ 9:33როგორც წერია: „აჰა, დავდებ სიონში შებრკოლების ლოდს და საცდურის კლდეს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.
- ლუკას სახარება 19:27ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემ წინაშე დახოცეთ.
- მათეს სახარება 21:43ამიტომაც გეუბნებით თქვენ: წაგერთმევათ ღმრთის სასუფეველი, და მიეცემა ხალხს, რომელიც გამოიღებს მის ნაყოფს.
- ლევიანი 26:27თუ მაშინაც არ დამიგდებთ ყურს და გამიწევთ წინააღმდეგობას,
- ლევიანი 26:28მეც გამოვალ თქვენ წინააღმდეგ რისხვით და შვიდგზის დაგსჯით თქვენი ცოდვებისთვის.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში