
მარკოზის სახარება 12:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
მარკოზის სახარება 12:10 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 12 თებერვალი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-37 კვირის პარასკევი (სახარება).
მარკოზის სახარება 12:10 კონტექსტში
12:8შეიპყრეს იგი, მოკლეს და ვენახს გარეთ დააგდეს.
12:9მერედა, რას იზამს ვენახის პატრონი? მოვა და დახოცავს მევენახეებს, ხოლო ვენახს სხვებს მისცემს.
12:10ნუთუ არ ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
12:11უფლის მიერ იქმნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
12:12უნდოდათ მისი შეპყრობა, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე ამბობდა იგავს; მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, მიატოვეს და გაეცალნენ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 12:10
- ფსალმუნები 118:22ქვა, დაწუნებული მშენებლების მიერ, თავკიდური გხდა.
- ფსალმუნები 118:23უფლისაგან მოხდა ეს, საოცარია ის ჩვენს თვალში.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:7ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცდური“
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:8მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.
- მათეს სახარება 21:42უთხრა მათ იესომ: ნუთუ არასოდეს ამოგიკითხავთ წერილში: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა? უფლის მიერ იქნა ეს, და საოცრებად უჩანს ჩვენს თვალს.
- ლუკას სახარება 20:17იესომ კი შეხედა მათ და თქვა: რას ნიშნავს ეს წერილი: ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, კუთხის თავად დაიდვა?
- ლუკას სახარება 20:18ყველა, ვინც ამ ქვაზე დაეცემა, დაიმტვრევა, ხოლო ვისაც ის დაეცემა, გასრესს.
- ესაია 28:16ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, ქვა დავდგი სიონზე საძირკვლად, ქვა გამონაცადი, ძვირფასი ქვაკუთხედი, მყარი საძირკველი; მასზე დანდობილი, არ აჩქარდება.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 12
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში