
ფსალმუნი 103:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
ფსალმუნი 103:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 103:3 კონტექსტში
103:1დავითისა. ადიდე, სულო ჩემო უფალი და მთელო შიგნეულობავ ჩემო - მისი წმიდა სახელი.
103:2ადიდე, სულო ჩემო, უფალი და ნუ დაივიწყებ მის ქველმოქმედებას.
103:3ის არის შემნდობი ყველა შენი ბრალისა, მკურნალი ყველა შენი სნეულებისა.
103:4საფლავიდან დამხსნელი შენი სიცოცხლისა, შენი გვირგვინდამდგმელი წყალობით და შებრალებით;
103:5სიკეთით ამვსები შენი გულისთქმისა, არწივის მსგავსად განმაახლებელი შენი სიჭაბუკისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 103:3
- გამოსვლა 15:26თქვა: თუ გაიგონებ უფლის, შენი ღვთის ხმას და სწორად მოიქცევი მის თვალში, ყურს დაუგდებ მის ბრძანებებს და დაიცავ ყველა მის წესს, არ შეგყრი არცერთ სენს, ეგვიპტეს რომ შევყარე, რადგან მე ვარ უფალი, შენი გამკურნებელი.
- ესაია 53:5მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი; მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ.
- ფსალმუნები 30:2უფალო, ღმერთო ჩემო! მოგიხმე და შენ განმკურნე მე.
- იერემია 17:14განმკურნე, უფალო, და განვიკურნები! გადამარჩინე და გადავრჩები, რადგან შენა ხარ ჩემი დიდება.
- ფსალმუნები 41:3უფალი გაამაგრებს მას მისი სნეულების სარეცელზე; მთელ მის სარეცელს შენ შეცვლი მისი ავადმყოფობის ჟამს.
- ფსალმუნები 41:4ვთქვი მე: უფალო, შემიწყალე, განმიკურნე ჩემი სული, რადგან შეგცოდე.
- ფსალმუნები 147:3განკურნავს გულგატეხილებს და ჭრილობებს შეუხვევს მათ.
- მარკოზის სახარება 2:10მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 103
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 103 · გახსენი ბიბლიის მკითხველში