
მარკოზის სახარება 9:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის.
მარკოზის სახარება 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი 29 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მარკოზის სახარება 9:13 კონტექსტში
9:11და ჰკითხეს მას: რატომ ამბობენ მწიგნობარნი, პირველად ელია უნდა მოვიდესო?
9:12ხოლო მან პასუხად თქვა: მართალია, პირველად ელია უნდა მოვიდეს და აღადგინოს ყოველი. კაცის ძეს კი, როგორც დაიწერა მასზე, დიდი ტანჯვა და შეურაცხყოფა ელის.
9:13მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის.
9:14როცა მოწაფეებთან დაბრუნდა, იხილა მათ ირგვლივ შეკრებილი დიდძალი ხალხი და მათთან მოკამათე მწიგნობრები.
9:15მაშინვე შენიშნა მთელმა ხალხმა; განცვიფრებულნი გამოიქცნენ და მიესალმნენ.
პარალელური ადგილები: მარკოზის სახარება 9:13
- მათეს სახარება 14:3ვინაიდან ჰეროდემ შეიპყრო იოანე, გათოკა და საპყრობილეში ჩააგდო ჰეროდიადას, თავისი ძმის - ფილიპეს ცოლის გამო.
- მათეს სახარება 14:11მოართვეს თავი ლანგრით და მისცეს ყმაწვილ ქალს, ხოლო მან მიართვა დედამისს.
- მათეს სახარება 17:12მაგრამ გეუბნებით თქვენ: ელია უკვე მოვიდა, და ვერ იცნეს იგი, არამედ როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ. იგივე ტანჯვა ელის მათგან კაცის ძესაც.
- მათეს სახარება 17:13მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ელაპარაკებოდა მათ.
- მათეს სახარება 11:14და თუ გნებავთ გაიგოთ, ეს არის ელია, რომელიც უნდა მოვიდეს.
- ლუკას სახარება 3:19ხოლო ჰეროდემ, მეოთხედმთავარმა, რომელსაც ამხილებდა იოანე ჰეროდიადას, მისი ძმის, ფილიპეს ცოლისა და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
- ლუკას სახარება 3:20ყველაფერს ისიც მიუმატა, რომ საპყრობილეში ჩააგდო იოანე.
- მოციქულთა საქმენი 7:52რომელ წინასწარმეტყველთაგანს არ დევნიდნენ თქვენი მამები? მათ დახოცეს წინასწარმაუწყებელნი მართლის მოსვლისა, ვისი გამცემნი და მკვლელები ახლა თქვენ გახდით.
განაგრძე კითხვა: მარკოზის სახარება 9
სრულად წაიკითხე: მარკოზის სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში