
მათეს სახარება 13:33 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
მათეს სახარება 13:33 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 28 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-6 კვირის ოთხშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 13:33 კონტექსტში
13:31სხვა იგავიც შესთავაზა მათ და უთხრა: ცათა სასუფეველი მსგავსია მდოგვის მარცვლისა, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ყანაში;
13:32ეს მარცვალი ყოველნაირ თესლზე მცირეა, მაგრამ როცა ამოვა, ყველა მწვანილზე დიდი ხდება და ხედ იქცევა, ისე რომ, მოფრინავენ ცის ფრინველები და მის ტოტებზე იბუდებენ.
13:33მერე სხვა იგავიც უთხრა მათ: ცათა სასუფეველი მსგავსია საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი საწყაო ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ აფუვდა.
13:34ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა ხალხს იესო და გარდა იგავისა არაფერს ეტყოდა მათ.
13:35რათა აღსრულდეს წინასწარმეტყველის მიერ თქმული, რომელიც ამბობს: გავხსნი ჩემს ბაგეს იგავთ სათქმელად, და ვიტყვი, რაც დაფარულია ქვეყნის დასაბამიდან.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 13:33
- კორინთელთა მიმართ ა 5:6საგმობია თქვენი სიქადული. ნუთუ არ იცით, რომ მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს?
- კორინთელთა მიმართ ა 5:7მაშ, გაწმინდეთ ძველი საფუარი, რათა იყოთ ახალი ცომი, ვინაიდან უფუარნი ხართ; რაკიღა ჩვენი პასექი, ქრისტე, ჩვენთვის დაიკლა.
- გალატელთა მიმართ 5:9მცირეოდენი საფუარი მთელ ცომს აფუებს.
- ლუკას სახარება 13:21მსგავსია იგი საფუარისა, რომელიც აიღო ქალმა და მოზილა იმით სამი ბათმანი ფქვილი, ვიდრე მთელი ცომი არ ააფუა.
- იგავესნი 4:18მართალთა გზა დილის ნათელივითაა: უფროდაუფრო ნათდება დღის დადგომამდე.
- ფილიპელთა მიმართ 2:13რადგან ღმერთია ის, ვინც ბადებს თქვენში ნდომასაც და ქმედებასაც თავისი კეთილნებელობით.
- ფილიპელთა მიმართ 2:15რათა იყოთ უბიწონი და უმანკონი, ღვთის უმწიკვლო შვილნი უკუღმართ და გახრწნილ მოდგმაში, რომელშიც ნათობთ, როგორც მნათობნი სამყაროში,
- იობი 17:9მართალი თავის გზას დაიჭერს და ხელწმიდა კაცი ძალას მოიცემს.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 13
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში