
მათეს სახარება 15:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
მათეს სახარება 15:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 7 კვირის ხუთშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 15:18 კონტექსტში
15:16ხოლო იესომ თქვა: ნუთუ თქვენც არა გაგეგებათ რა?
15:17ნუთუ არ გესმით, რომ ყველაფერი, რაც პირით შევა, მუცელს გაივლის და გარეთ გამოვა.
15:18ხოლო პირით გამომავალი გულიდან გამოდის და სწორედ ის ბილწავს კაცს.
15:19ვინაიდან გულიდან გამოვლენ: უკეთური ზრახვანი, კაცისკვლანი, მრუშობანი, სიძვანი, პარვანი, ცილისწამებანი, გმობანი;
15:20ესენი არიან კაცის შემბილწველნი, ხოლო ხელდაუბანლად ჭამა არ ბილწავს კაცს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 15:18
- იგავესნი 15:28მართლის გული პასუხს წონის, ბოროტეულთა პირიდან კი სიავე გადმოდის.
- მათეს სახარება 12:34იქედნეს ნაშიერნო, როგორ შეგიძლიათ, თავად უკეთურთ, კეთილი სიტყვის თქმა? ვინაიდან გულის სისავსისგან მეტყველებს ბაგე.
- მათეს სახარება 15:11პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.
- იაკობის ეპისტოლე 3:6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
- იაკობის ეპისტოლე 3:10ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.
- იგავესნი 10:32მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- იგავესნი 6:12უგვანი ადამიანი, ბოროტი კაცი ცბიერი ბაგეებით დადის.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 15
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში