
მათეს სახარება 17:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
მათეს სახარება 17:1 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 6 აგვისტო, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-7 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 17:1 კონტექსტში
17:1ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე, და მაღალ მთაზე აიყვანა ისინი განმარტოებით.
17:2და იცვალა მათ წინაშე ფერი, და გაბრწყინდა მისი სახე, როგორც მზე, და გათეთრდა მისი სამოსი, როგორც ნათელი.
17:3და, აჰა, მოევლინენ მათ მოსე და ელია, იესოსთან მოსაუბრენი.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 17:1
- ლუკას სახარება 9:28მოხდა ისე, რომ ამ საუბრიდან რვა დღის შემდეგ წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და სალოცავად ავიდა მთაზე.
- ლუკას სახარება 9:36ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო დარჩა. ხოლო ისინი დადუმდნენ და არავის უთხრეს იმ დღეებში, რაც ეხილათ.
- მათეს სახარება 26:37თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე, და იწყო მწუხარება და ურვა.
- მარკოზის სახარება 5:37და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
- პეტრეს ეპისტოლე ბ 1:18და ეს ხმა, ზეცით ჩამოსული, ჩვენც ჩაგვესმა, როცა მასთან ერთად ვიყავით წმიდა მთაზე.
- მარკოზის სახარება 9:2ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და იოანე, მარტო ისინი აიყვანა მაღალ მთაზე და მათ წინაშე იცვალა ფერი.
- მარკოზის სახარება 9:13მაგრამ გეუბნებით: ელია უკვე მოვიდა და როგორც უნდოდათ, ისე მოექცნენ; როგორც დაიწერა მისთვის.
- ლუკას სახარება 8:51ხოლო სახლში მისვლისას არავის დაანება მასთან ერთად შესვლა, პეტრეს, იაკობის, იოანესა და ბავშვის დედ-მამის გარდა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 17
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში