
მათეს სახარება 25:42 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;
მათეს სახარება 25:42 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 მარტი, 2027, ხორცის კვირა (სახარება).
მათეს სახარება 25:42 კონტექსტში
25:40მიუგებს მეუფე და ეტყვის მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: რითაც შეეწიეთ ერთს ამ ჩემს მცირე ძმათაგანს, იმით მე შემეწიეთ.
25:41მაშინ ეტყვის მარცხნივ მდგომთაც: წადით ჩემგან, წყეულნო, საუკუნო ცეცხლში, რომელიც ეშმაკისა და მისი ანგელოზებისთვისაა გამზადებული.
25:42რადგან მშიოდა და არ მომეცით საჭმელი; მწყუროდა და არ მასვით;
25:43უცხო ვიყავი და არ შემიწყნარეთ; შიშველი ვიყავი და არ შემმოსეთ; სნეული ვიყავი და საპყრობილეში, და არ მინახულეთ.
25:44მაშინ ისინიც პასუხად ეტყვიან მას: უფალო, როდის გიხილეთ შენ მშიერი, ან მწყურვალი, ან უცხოდ მყოფი, ან შიშველი, ან სნეული, ან საპყრობილეში და არ გემსახურეთ?
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 25:42
- იაკობის ეპისტოლე 2:15თუკი ძმა ან და შიშველია და ლუკმა პური არ გააჩნია,
- იაკობის ეპისტოლე 2:24როგორც ხედავთ, კაცი საქმით მართლდება და არა მხოლოდ რწმენით.
- იოანე 5:23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
- მათეს სახარება 12:30ვინც ჩემთან არაა, ჩემ წინააღმდეგაა; და ვინც ჩემთან არა კრებს, - ფანტავს.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 1:8რათა ცეცხლის ალით იძიოს შური მათზე, ვინც არ სცნობს ღმერთს და ეურჩება ჩვენი უფლის იესოს სახარებას,
- კორინთელთა მიმართ ა 16:22ვისაც არ უყვარს უფალი იესო ქრისტე, ანათემა, მარანათა!
- იოანე 8:42უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
- იოანე 8:44თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 25
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 25 · გახსენი ბიბლიის მკითხველში