
მათეს სახარება 8:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.
მათეს სახარება 8:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-4 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 8:7 კონტექსტში
8:5ხოლო როდესაც შევიდა იესო კაპერნაუმში, მიუახლოვდა ასისთავი და ვედრებით უთხრა:
8:6უფალო, დავრდომილი მსახური მიწევს სახლში და სასტიკად იტანჯება.
8:7იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.
8:8ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.
8:9ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 8:7
- მათეს სახარება 9:18ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
- მათეს სახარება 9:19წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
- მარკოზის სახარება 5:23გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს.
- მარკოზის სახარება 5:24ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
- ლუკას სახარება 7:6წაჰყვა მათ იესო და როცა სახლს მიუახლოვდნენ, ასისთავმა მეგობრები შეაგება და შეუთვალა: ნუღარ შეწუხდები, უფალო; ვინაიდან არა ვარ იმისი ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 8
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში