
მათეს სახარება 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
მათეს სახარება 8:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 18 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-4 კვირიაკე (სახარება).
მათეს სახარება 8:9 კონტექსტში
8:7იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.
8:8ხოლო ასისთავმა პასუხად უთხრა: უფალო, არა ვარ იმის ღირსი, რომ ჩემს ჭერქვეშ შემოხვიდე; არამედ მხოლოდ სიტყვა ბრძანე და განიკურნება ჩემი მსახური.
8:9ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები: და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი, და მოდის; და ჩემს მსახურს: გააკეთე ეს, და აკეთებს.
8:10ეს რომ გაიგონა, გაუკვირდა იესოს და უთხრა უკან მომავალთ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ისრაელშიც არ შევხვედრივარ ამნაირ რწმენას.
8:11ამასაც გეუბნებით თქვენ: მრავალნი მოვლენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და აბრაამთან, ისააკსა და იაკობთან ერთად დასხდებიან ცათა სასუფეველში;
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 8:9
- ფსალმუნები 107:25ის იტყვის და ამოვარდება ქარიშხალი და ზეაიმართებიან ზვირთები.
- ფსალმუნები 107:29გადააქცევს ზღვის ღელვას სიწყნარედ და დადუმდებიან მისი ტალღები.
- ლუკას სახარება 4:35მაგრამ შერისხა იგი იესომ და თქვა: ხმა გაკმინდე და გამოდი მაგისგან. და დასცა იგი შუა სინაგოგაში უწმინდურმა სულმა, და ხმამაღლა ყვირილით გამოვიდა მისგან, ისე რომ არაფერი უვნია მისთვის.
- ლუკას სახარება 4:36შეძრწუნდა ყველა, და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა არის ეს სიტყვა, რომ ხელმწიფებითა და ძალმოსილებით უწმინდურ სულებსაც უბრძანებს და ისინიც გამოდიან?
- ტიტეს მიმართ 2:9მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას;
- ლუკას სახარება 7:8ვინაიდან, თუმცა სხვისი ქვეშევრდომი ვარ, თავადაც ხელქვეითებად მყვანან მეომრები; და ვეტყვი ერთს: წადი, და მიდის; და მეორეს: მოდი და მოდის; და ჩემს მონას: გააკეთე ეს, და აკეთებს.
- კოლასელთა მიმართ 3:22მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
- ეზექიელი 14:17თუ მახვილს მოვუვლენდი იმ ქვეყანას და ვეტყოდი: მახვილო, ჩაიარე-მეთქი ქვეყანაში! და გავუწყვეტდი კაცსა და საქონელს,
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 8
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში