
ნეემია 10:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
ნეემია 10:28 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 10:28 კონტექსტში
10:28დანარჩენი ხალხი - მღვდლები, ლევიანები, კარისმცველნი, მგალობელნი, შეწირულნი, უცხო ქვეყანთა ხალხს გამორიდებულნი და ღვთის რჯულისკენ მოქცეულნი, მათი ცოლები, ვაჟები, ასულები, ყველა მცოდნე და გამგები,
10:29შეუერთდნენ თავიანთ ძმებს, თავიანთ წარჩინებულებს, და შეჰფიცეს და ფიცით აღთქმა დადეს, რომ მოსეს, ღვთის მორჩილის ხელით მოცემულ ღვთის რჯულს დაიცავდნენ და შეასრულებდნენ უფლის, ჩვენი პატრონის, ყველა მცნებას, მის სამართალს და წესებს,
10:30რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.
პარალელური ადგილები: ნეემია 10:28
- ნეემია 9:2გამოეყო ისრაელის მოდგმა ყველა სხვა უცხო გვარ-ტომს. ადგენენ და აღიარეს თავიანთი ცოდვები და მამა-პაპის უკეთურებები.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
- კორინთელთა მიმართ ბ 6:17ამიტომ გამოდით და გამოეყავით მათ, ამბობს უფალი, ნუ შეეხებით უწმინდურს და მე შეგიწყნარებთ თქვენ.
- ეკლესიასტე 5:2ნუ გისწრებს ენა და გული შენი ნუ გაჩქარის სიტყვის წარმოთქმას ღვთის წინაშე, რადგან ღმერთი ცაშია, შენ კი - მიწაზე. ამიტომ იკმარე ცოტა სიტყვები.
- რომაელთა მიმართ 1:1პავლე, იესო ქრისტეს მონა, მოციქულად ხმობილი და ღვთის სახარებისათვის რჩეული,
- ნეემია 7:72დანარჩენმა ხალხმა შესწირა ოციათასი დრაქმა ოქრო, ორი ათასი მინა ვერცხლი და სამოცდაშვიდი სამღვდელო შესამოსელი.
- ნეემია 7:73დაიწყეს ცხოვრება მღვდლებმა, ლევიანებმა, კარისმცველებმა, მგალობლებმა, მდაბიორებმა, შეწირულებმა და მთელმა ისრაელმა თავიანთ ქალაქებში. დადგა მეშვიდე თვე და ისრაელიანები თავიანთ ქალაქებში იყვნენ.
- ეზრა 2:70დასახლდნენ მღვდლები, ლევიანები, მდაბიორნი, მგალობელნი, კარისმცველები და შეწირულნი თავ-თავიანთ ქალაქებში; მთელი ისრაელი თავ-თავის ქალაქში დასახლდა.
განაგრძე კითხვა: ნეემია 10
სრულად წაიკითხე: ნეემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში