გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 13:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 13:7

დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით.

ნეემია 13:7 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 13:7 კონტექსტში

13:5ტობიას ის დიდი ოთახი მოუწყო, სადაც ადრე წესისამებრ საძღვნო, საკმეველი, ჭურჭლეული, ხორბლის მეათედი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი ინახებოდა ლევიანთათვის, მგალობელთათვის და კარისმცველთათვის, სამღვდლო შესაწირავთან ერთად.

13:6ამ დროს იერუსალიმში არ ვყოფილვარ, რადგან ართახშასთას, ბაბილონის მეფის, ოცდამეთორმეტე წელს, მეფეს ვეახელი; ხანი რომ გამოხდა დავეთხოვე მეფეს.

13:7დავბრუნდი იერუსალიმში და შევიტყვე იმ ბოროტების შესახებ, ელიაშიბს რომ გაეკეთებინა ტობიასთვის ღვთის სახლის ეზოებში ოთახის მიცემით.

13:8ძალიან გავბოროტდი და ტობიას სახლის ნივთები მთლიანად ოთახის გარეთ გამოვყარე.

13:9ვუბრძანე, რომ გამოესუფთავებინათ ოთახები და იქ დაებრუნებინათ ღვთის სახლის ჭურჭლეული, საძღვნო და საკმეველი.

პარალელური ადგილები: ნეემია 13:7

განაგრძე კითხვა: ნეემია 13

სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში