
რიცხვთა 20:5 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
რიცხვთა 20:5 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 20:5 კონტექსტში
20:3აუყვირდა ხალხი მოსეს და ასე უთხრა: ნეტავ ჩვენს ძმებთან ერთად დავხოცილიყავით უფლის წინაშე.
20:4რისთვის მოგვიყვანე უფლის კრებული ამ უდაბნოში, ჩვენი და ჩვენი საქონლის გასაწყვეტად?
20:5რისთვის ამოგვიყვანეთ ეგვიპტიდან ამ უბედურ არემარეში, სადაც არ არის თესლის ადგილი, არც ლეღვი, არც ყურძენი, არც ბროწეული და არც სასმელი წყალია?
20:6გადგნენ მოსე და აარონი კრებულისგან სადღესასწაულო კარვის შესასვლელისკენ, პირქვე დაემხნენ და გამოეცხადა მათ უფლის დიდება.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 20:5
- რიცხვთა 16:14არც რძითა და თაფლით მდინარ ქვეყანაში მიგიყვანივართ, არც ყანები და ვენახები მოგიცია ჩვენთვის. თვალები გინდა დაუბრმაო ამ ხალხს? არ წამოვალთ.
- იერემია 2:6რომ არც უკითხავს, სად არისო უფალი, რომელმაც ამოგვიყვანა ეგვიპტის ქვეყნიდან გვატარა უდაბნოში, შიშველ და დახრამულ მიწაზე, უწყლო და პირქუშ ქვეყანაში, სადაც კაციშვილი არ გაჭაჭანებულა, სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
- ეზექიელი 20:36როგორც თქვენს მამა-პაპას განვიკითხავდი ეგვიპტის ქვეყნის უდაბნოში, ისევე განგიკითხავთ თქვენც, ამბობს უფალი ღმერთი.
- მეორე სთვლისაება 8:15რომელმაც გამოგატარა დიდი და საშინელი უდაბნო, უნასთა, ჯოჯოთა და მორიელთა ბუდე, ხრიოკები, სადაც წყალი არ არის, მან კი სალი კლდიდან გადმოადინა წყალი.
- ნეემია 9:21ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
- იერემია 2:2წადი და ყურში ჩასძახე იერუსალიმს: ასე ამბობს-თქო უფალი: მე მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და პატარძლური სიყვარული, როცა მომყვებოდი უდაბნოში, უხნავ-უთეს მიწაზე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 20
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 20 · გახსენი ბიბლიის მკითხველში