
რიცხვთა 8:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი
რიცხვთა 8:17 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 8:17 კონტექსტში
8:15მხოლოდ მას შემდეგ ჩადგებიან ლევიანები სადღესასწაულო კარვის სამსახურში, როცა გააწმიდავებ მათ და აღასრულებ მათზე შერხევის წესს.
8:16რადგან ჩემთვის არიან ისინი შემოწირულნი ისრაელიანთაგან. ყოველი საშოს გამღების, ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად ვიღებ მათ ჩემთვის.
8:17რადგან ჩემია ყოველი პირმშო ისრაელიანებში, ადამიანიც და პირუტყვიც. იმ დღეს, როცა გავწყვიტე ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, ჩემთვის შემოვიწირე ისინი
8:18და ავიყვანე ლევიანები ისრაელიანთა ყოველი პირმშოს ნაცვლად,
8:19ჩავაბარე ლევიანები ისრაელიანთაგან აარონს და მის შვილებს, რათა შეასრულონ ისრაელიანთა სამსახური სადღესასწაულო კარავში, რათა მიუტეონ ისრაელიანებს, რომ არ მოხდეს ისრაელიანებში ზიანი, როცა კი საწმიდარს მიეკარებიან ისრაელიანები.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 8:17
- გამოსვლა 13:2წმიდა ჰყავი ჩემთვის ისრაელიანთა ყოველი პირმშო, საშოს გამღები, კაციდან პირუტყვამდე. ჩემია იგი.
- ლუკას სახარება 2:23(როგორც დაწერილია უფლის რჯულში: საშოს ამხსნელი ყოველი წული უფლის წმიდად იწოდებაო;)
- გამოსვლა 13:12განუკუთვნე უფალს საშოს ყოველი გამღები; ყოველი პირველმოგებული ნამატი პირუტყვისა, თუ მამალი იქნა, უფალს შესწირე.
- გამოსვლა 13:15როცა იძულებით გვაკავებდა ფარაონი, მოაკვდინა-თქო უფალმა ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყანაში, კაცის პირმშოდან პირუტყვის პირმშომდე. ამიტომაც ვწირავ-თქო უფალს მსხვერპლად ყოველ პირველმოგებულ მამრს, ხოლო ყოველ ჩემს პირმშოს გამოვისყიდი.
- გამოსვლა 29:44წმიდავყოფ სადღესასწაულო კარავს და სამსხვერპლოს, წმიდავყოფ აარონს და მის შვილებს, რომ მღვდლობა გამიწიონ.
- ლევიანი 27:14თუ ვისმე სახლის შეწირვა უნდა უფლის საწმიდარად, მღვდელმა შეაფასოს მისი ავ-კარგი; როგორც მღვდელი შეაფასებს მას, ისე ეღირება.
- ლევიანი 27:15თუ სახლის შემწირველი თავისი სახლის გამოსყიდვას მოინდომებს, საფასურის მეხუთედი დაუმატოს და მისი იქნება.
- ფსალმუნები 105:36და მოსრა ყოველი პირმშო მათ ქვეყანაში, დასაბამი მთელი მათი ძალისა.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში