
რიცხვთა 8:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს,
რიცხვთა 8:24 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 8:24 კონტექსტში
8:22ამის შემდეგ შეუდგნენ ლევიანები სამსახურს სადღესასწაულო კარავში აარონის წინაშე და მისი შვილების წინაშე. როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის ლევიანთა გამო, ისე მოექცნენ ისინი მათ.
8:23ასე ელაპარაკა უფალი მოსეს.
8:24ეს არის ლევიანთა წესი: ოცი წლიდან მოყოლებული უნდა შეუდგნენ სადღესასწაულო კარვის სამსახურს,
8:25ორმოცდაათი წლის შემდეგ უნდა შეწყვიტონ სამსახური და აღარ იმსახურონ.
8:26მხოლოდ დაეხმარონ თავიანთ თანამოძმეებს სადღესასწაულო კარვის დაცვაში, მაგრამ სამსახურს ნუღარ გასწევენ. ასეთი მოვალეობა დაუწესე ლევიანებს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 8:24
- ნეშტთა შორისა ა 23:3აღრიცხეს ოცდაათ წელს გადაცილებული ლევიანები. გამოვიდა სულ ოცდათვრამეტი ათასი კაცი.
- რიცხვთა 4:3ოცდაათი წლიდან მოყოლებული ორმოცდაათ წლამდე, ყველა, ვისაც კი შეუძლია სამსახურში გასვლა, რომ აკეთოს საქმე სადღესასწაულო კარავში.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:3ამიტომ ჩემსავით დაითმინე ჭირი, როგორც ქრისტე იესოს კეთილმა მეომარმა.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:5ხოლო ვინც ომობს, ვერ გახდება გვირგვინის ღირსი, თუკი არასჯულიერად ომობს.
- კორინთელთა მიმართ ა 9:7ვინ, რომელი მეომარი ომობს თავისი ხარჯით? ვინ ჩაყრის ვაზს და ყურძენს კი არა ჭამს? ვინ მწყემსავს ფარას და ცხვრის რძეს კი არა სვამს?
- კორინთელთა მიმართ ბ 10:4რადგანაც ჩვენი საომარი საჭურველი ხორციელი კი არ არის, არამედ ღვთის მიერ ძლევით მოსილი ყოველგვარი სიმაგრის შესამუსრავად.
- ნეშტთა შორისა ა 23:24აჰა, ლევის ძენი, თავ-თავიანთი მამისსახლების მიხედვით, მამისსახლთა თავკაცები, სახელებისა და სულადობის რიცხვის მიხედვით აღრიცხულნი, რომელნიც უფლის სახლის სამსახურის საქმეს უძღვებოდნენ, ოცი წლის ასაკს გადაცილებულნი.
- ნეშტთა შორისა ა 23:27დავითის უკანასკნელი სიტყვების მიხედვით აღრიცხეს ოცი წლის ასაკს გადაცილებული ლევიანები.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 8
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში