
იგავესნი 7:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
იგავესნი 7:23 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 7:23 კონტექსტში
7:21შეაცდინა თავისი ლაქლაქით, ლაქარდიანი ენით შეიტყუა.
7:22იმწამსვე უკან გაჰყვა, როგორც დასაკლავი ხარი, როგორც შებორკილი გიჟი დასასჯელად.
7:23ვიდრე ისარს არ გაუგლეჯია მისი ღვიძლი; როგორც ფრინველი, ხაფანგისკენ რომ ისწრაფვის და არ იცის, რომ სიცოცხლეს წააგებს.
7:24ახლა მისმინეთ შვილებო, და ყური ათხოვეთ ჩემს ნათქვამს.
7:25ნუ გაიმრუდებს თავის გზას თქვენი გული, ნუ აერევა თავისი ბილიკები.
პარალელური ადგილები: იგავესნი 7:23
- ეკლესიასტე 9:12რადგან ადამიანმა არ უწყის თავისი ჟამი; ავ ბადეში გახვეული თევზებივით და მახეში გაბმული ჩიტებივით იქნებიან შეპყრობილნი ადამის ძენი ავბედით ჟამს, რომელიც მოულოდნელად ეწევა მათ.
- იგავესნი 9:18არ კი იცის, რომ იქ აჩრდილნი არიან, რომ მისი წვეულნი შავეთის უფსკრულებში იმყოფებიან.
- იგავესნი 1:17ამაოდ არის გაშლილი ბადე ფრინველთა თვალწინ:
- რიცხვთა 25:8შეჰყვა იმ ისრაელიანს ოთახში და უგმირა შუბი ორთავეს - ისრაელიანს და ქალს - მუცელში. და შეწყდა ისრაელიანთა განადგურება.
- რიცხვთა 25:9გაწყდა განადგურების დროს ოცდაოთხი ათასი კაცი.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 7
სრულად წაიკითხე: იგავესნი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში