
იგავესნი 12:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
იგავესნი 12:23 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 12:23 კონტექსტში
12:21არანაირი ზიანი არ შეემთხვევა მართალს, ხოლო ბოროტეულნი ჭირით არიან სავსე.
12:22ცრუ ბაგეები სიბილწეა უფლის წინაშე, ჭეშმარიტების მოქმედნი კი სათნონი არიან მისთვის.
12:23საზრიანი კაცი ცოდნას მალავს, უმეცართა გული კი სისულელეს როშავს.
12:24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
12:25სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 12:23
- იგავესნი 13:16ყველა საზრიანი გონივრულად იქცევა, ბრიყვი კი ემეცრებას ამხელს.
- იგავესნი 11:13ამბისტანია ამჟღავნებს საიდუმლოს, ერთგული სული კი ინახავს სიტყვას.
- იგავესნი 10:14ბრძენკაცები ცოდნას იუნჯებენ, ბრიყვის პირი კი ახლოა დაღუპვასთან.
- იგავესნი 10:19ბევრი ლაპარაკისას ცოდვა აუცდენელია, საკუთარი ბაგეების ამლაგმავი გონიერია.
- იგავესნი 15:2ბრძენთა ენა კეთილ ცოდნას იძლევა, უმეცართა პირი კი სისულელეს როშავს.
- ეკლესიასტე 10:12ბრძენის სიტყვები მადლია, ბრიყვს კი მისი ბაგეები ღუპავს.
- ეკლესიასტე 10:14ბრიყვი მრავალსიტყვაა, მაგრამ არ უწყის კაცმა, რა მოხდება; ვინ აუწყებს, მის შემდგომ რა იქნება?
- ეკლესიასტე 10:3სადაც არ უნდა წავიდეს ბრიყვი, ბრიყვადვე რჩება, ყველას ეუბნება, რომ ბრიყვია.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 12
სრულად წაიკითხე: იგავესნი 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში