
იგავესნი 16:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
იგავესნი 16:27 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:27 კონტექსტში
16:25არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
16:26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
16:27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
16:28უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
16:29მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და უკეთური გზით ატარებს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:27
- იაკობის ეპისტოლე 3:6ენაც ალია, უსამართლობის სამყარო; ენას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენს ასოებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს, ალად აქცევს დაბადების ჩარხს და თვითონაც აალებულია გეენისაგან.
- იგავესნი 6:14ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
- მეფეთა ა 25:17არ დააყოვნა აბიგაილმა, აიღო ორასი პური, ორი ტიკი ღვინო, ხუთი გამზადებული ცხვარი, ხუთი სეა ქუმელი, ასი მტევანი ჩამიჩი, ორასი ტყლაპი და აჰკიდა ვირებს.
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
- ფსალმუნები 52:4გიყვარს ყოველგვარი ცილისწამება, ენა მზაკვარი;
- ესაია 5:18ვაი მათ, გარყვნილების თოკებით რომ იზიდავენ დანაშაულს და თითქოს ეტლის აღვირებით - ცოდვას.
- ფსალმუნები 57:4ჩემი სული ლომების შუაგულშია; ვწევარ ცეცხლის ალში, ადამის ძეთა შორის, რომელთა კბილები მშვილდ-ისრებია და ენა - ბასრი მახვილი.
- ფსალმუნები 17:14იმ კაცებისაგან - შენი ხელით, უფალო, ამქვეყნიური კაცებისაგან, რომელთაც წილი სიცოცხლეში აქვთ, რომელთა მუცლებს ავსებ შენი საგანძურებიდან; რათა გაძღნენ მათი შვილები და ნარჩენი თავიანთ ბავშვებს დაუტოვონ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში