
იგავესნი 16:28 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
იგავესნი 16:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 15 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 16:28 კონტექსტში
16:26მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
16:27უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
16:28უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
16:29მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცდუნებს და უკეთური გზით ატარებს.
16:30ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
პარალელური ადგილები: იგავესნი 16:28
- იგავესნი 17:9დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
- რომაელთა მიმართ 1:29ასე რომ, აღვსილნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, ბოროტებით, ანგარებით, სიავით, სავსენი შურით, მკვლელობით, შუღლით, ვერაგობით, უზნეობით, მაბეზღარობით.
- იგავესნი 15:18ფიცხი კაცი ცილობას ტეხს, სულგრძელი კი დავას აცხრობს.
- იგავესნი 18:8ცილისმწამებლის სიტყვები ნუგბარი საჭმელივითაა და მუცლის შუაგულამდე აღწევს.
- იაკობის ეპისტოლე 3:14ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
- იაკობის ეპისტოლე 3:16ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
- იგავესნი 6:14ღალატია მის გულში, ავს ფიქრობს, სულმუდამ შუღლს თესავს.
- ტიმოთეს მიმართ ა 6:3ვინც სხვა რამეს ასწავლის და არ მისდევს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს საღ სიტყვებსა და საღვთისმოსაო მოძღვრებას,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 16
სრულად წაიკითხე: იგავესნი 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში