
იგავესნი 8:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
იგავესნი 8:4 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 29 მარტი, 2027, დიდმარხვის მესამე კვირის ორშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 8:4 კონტექსტში
8:2მაღალ მწვერვალებზე, გზასთან არის, გზათა შესაყარზე დგას იგი;
8:3კარიბჭეებთან, ქალაქის პირთან, ღია კარებში მღერის იგი:
8:4თქვენ მოგიხმობთ, კაცნო ჩემი ხმა ადამის ძეთ მიმართავს.
8:5შეიგნეთ, ბრიყვებო, საზრიანობა, შეიგნეთ, სუსგონო, გონიერება.
8:6მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები;
პარალელური ადგილები: იგავესნი 8:4
- ფსალმუნები 50:1ფსალმუნი ასაფისა. ღმერთმა ღმერთთამან, უფალმა დაილაპარაკა და მოუწოდა ქვეყნიერებას მზის ამოსვლიდან მის ჩასვლამდე.
- გამოცხადება 22:17სული და სასძლო ამბობენ: მოდი! მსმენელმაც თქვას: მოდი! მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს სიცოცხლის წყალი.
- იოანე 3:16ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა ქვეყანა, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე კი არ წარწყმდეს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
- ფსალმუნები 49:1გუნდის ლობტარს, კორახის ძეთა ფსალმუნი. ისმინეთ ესე, ხალხო ყოველო, ყური მოაპყარით ქვეყნიერების ყველა მცხოვრებო,
- ფსალმუნები 49:3ჩემი პირი წარმოთქვამს სიბრძნეს და ჩემი გულის ფიქრი გონიერებას.
- მათეს სახარება 11:15ვისაც აქვს ყურნი სმენად, ისმინოს!
- კორინთელთა მიმართ ბ 5:19რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა, არ შეურაცხა ხალხს მისი ცოდვები და მოგვცა ჩვენ შერიგების სიტყვა.
- კორინთელთა მიმართ ბ 5:20ამრიგად, ქრისტეს გულისთვის ვართ მოვლინებულნი, და, თითქოს ღმერთი შეგაგონებდეთ ჩვენი მეშვეობით, ქრისტეს სახელით გთხოვთ: შეურიგდით ღმერთს,
განაგრძე კითხვა: იგავესნი 8
სრულად წაიკითხე: იგავესნი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში