
იგავესნი 17:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
იგავესნი 17:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 17:23 კონტექსტში
17:21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
17:23ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
17:24გონიერი კაცი სიბრძნის პირისპირ დგას, ბრიყვის თვალები კი ქვეყნის ბოლოს აწყდება.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:23
- მიქა 7:3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
- იგავესნი 17:8ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება.
- მეორე სთვლისაება 16:19სამართალს ნუ გაამრუდებ, მიკერძოებული ნუ იქნები და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი თვალს უბრმავებს ბრძენკაცებს და ასხვაფერებს მართალთა სიტყვებს.
- გამოსვლა 23:8ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულს და ასხვაფერებს მართალთა საქმეებს.
- ესაია 1:23შენი მთავრები განდგომილნი არიან და ქურდთა თანამზრახველები; ყველას ქრთამი უყვარს და მოსაკითხებზე ნადირობენ; ობოლს არ განიკითხავენ და ქვრივის საჩივარი არ სწვდებათ.
- იგავესნი 18:16ძღვენი კაცს გზას უფართოებს და დიდკაცთა წინაშე მიჰყავს.
- მეფეთა ა 8:3არ გაჰყვნენ შვილები მამის გზას, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
- მეფეთა ა 12:3აჰა, აქ ვარ, მამხილეთ უფლისა და მისი ცხებულის წინაშე, თუ ოდესმე ვინმესთვის ხარი ან სახედარი წამერთმიოს, თუ ვინმე შემევიწროებიოს, თუ ვინმე დამეჩაგროს, თუ ვინმესგან ქრთამი ამეღოს მის საქმეზე თვალის დასახუჭად, პასუხს ვაგებ.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში