
იგავესნი 17:21 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
იგავესნი 17:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 16 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეხუთე კვირის პარასკევი (მწუხრი).
იგავესნი 17:21 კონტექსტში
17:19ცოდვის მოყვარულს შუღლი უყვარს, ხოლო საკუთარი კარის მაღლა ამწევი დაღუპვას ეძებს.
17:20გულღრძო კაცი სიკეთეს ჰპოვებს, ორპირი კაცი უბედურებაში ჩავარდება.
17:21ბრიყვი შვილი მშობლის სადარდებელია და ვერც უკუღმართის მამა გაიხარებს.
17:22მხიარული გული ჯანმრთელობაა, მწუხარე სული კი ძვლებს ფიტავს.
17:23ბოროტეული ქრთამს უბიდან იღებს, რათა სამარილის გზები გაამრუდოს.
პარალელური ადგილები: იგავესნი 17:21
- იგავესნი 10:1იგავნი სოლომონისა. ბრძენი შვილი მამას ახარებს და უგუნური შვილი დედის დარდია.
- იგავესნი 19:13მამისთვის დაღუპვაა ბრიყვი შვილი; ანჩხლი დედაკაცი წყალსაჟური ღარია.
- იგავესნი 15:20ბრძენი შვილი მამას ახარებს, ბრიყვ ადამიანს კი საკუთარი დედა ეჯავრება.
- შესაქმე 26:34ორმოცი წლისა იყო ესავი, როცა მოიყვანა ცოლად ივდითი, ბეერ ხეთელის ასული, და ბასმათი, ელონ ხეთელის ასული.
- იგავესნი 23:15შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
- იგავესნი 23:16ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
- მეფეთა ა 2:32დაინახავ მეტოქეს ტაძარში, როცა კეთილი დღე დაუდგება ისრაელს, შენს სახლში კი მოხუცებული არასოდეს იქნება.
- მეფეთა ა 2:35დავიყენებ ურყევ მღვდელს, რომელიც ჩემს ნებაზე მოიქცევა, ავუშენებ ურყევ სახლს, რათა სულ მუდამ ჩემი ცხებულის წინაშე დადიოდეს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 17
სრულად წაიკითხე: იგავესნი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში