
იგავესნი 23:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
იგავესნი 23:20 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 აპრილი, 2027, დიდმარხვის მეექვსე კვირის ხუთშაბათი (მწუხრი).
იგავესნი 23:20 კონტექსტში
23:18რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
23:19მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
23:20ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
23:21რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
23:22გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
პარალელური ადგილები: იგავესნი 23:20
- ლუკას სახარება 21:34ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ.
- ეფესელთა მიმართ 5:18ნუ დათვრებით ღვინით, საიდანაც წარმოსდგება აღვირახსნილობა, არამედ აღივსეთ სულით.
- რომაელთა მიმართ 13:13და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით,
- ესაია 5:22ვაი გმირებს ღვინის სმაში და ვაჟკაცებს სასმელის გაზავებაში!
- მათეს სახარება 24:49და დაიწყებს თავისივე მსგავსი მონების ცემას და მემთვრალეებთან ჭამას და სმას,
- ლუკას სახარება 16:19იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.
- ლუკას სახარება 15:13ცოტა ხანმა რომ განვლო, შეკრიბა უმცროსმა ყველაფერი, შორეულ მხარეს გაემგზავრა და იქ გაფლანგა მთელი თავისი ავლადიდება, ვინაიდან თავაშვებულად ცხოვრობდა.
- იგავესნი 28:7რჯულის დამცველი გონიერი შვილია, ხარბების ამხანაგი კი მამამისს არცხვენს.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 23
სრულად წაიკითხე: იგავესნი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში