გადასვლა შინაარსზე
სამი მსოფლიო მოძღვრის ხატი: ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, ნოვგოროდი, დაახლოებით 1500
სამი მსოფლიო მოძღვარი, ნოვგოროდი, მე-15 საუკუნის ბოლოდან მე-16 საუკუნის დასაწყისამდე. საჯარო დომენი.

იგავესნი 28:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

იგავესნი 28:20

ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.

იგავესნი 28:20 · საქართველოს საპატრიარქო

იგავესნი 28:20 კონტექსტში

28:18უმწიკვლოდ მავალი კაცი გადარჩება, მრუდე გზებით მავალი კი, ერთხელაც იქნება, დაეცემა.

28:19თავისი მიწის მუშაკი პურით დანაყრდება, ხოლო ვინც ამაოდ ირჯება, სიღარიბით დანაყრდება.

28:20ერთგულ კაცზე ბევრი კურთხევაა, ხოლო ვინც გამდიდრებას ესწრაფვის, დაუსჯელი ვერ გადარჩება.

28:21პირმოთნეობა არ არის კარგი: ასეთი კაცი ლუკმა პურისთვისაც კი ცოდვას ჩაიდენს.

28:22შურიანი კაცი გამდიდრებას ესწრაფვის, მაგრამ არ იცის, რომ სიდუხჭირე ეწევა.

პარალელური ადგილები: იგავესნი 28:20

განაგრძე კითხვა: იგავესნი 28

სრულად წაიკითხე: იგავესნი 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში