
იგავესნი 24:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
იგავესნი 24:20 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 24:20 კონტექსტში
24:18თორემ უფალი დაინახავს და ბოროტებად შერაცხავს, თავის რისხვას შენზე მოაქცევს.
24:19უკეთურებს ნუ გაეჯიბრები და ბოროტეულთა ნუ მეგშურდება,
24:20რადგან უკეთურებას მომავალი არ უწერია, ბოროტეულთა ლამპარი ჩაქრება.
24:21შვილო, უფლისა და მეფის გეშინოდეს და მეამბოხეთ ნუ გაეკარები,
24:22რადგან ანაზდად დაატყდება უბედურება და ვინ იცის, რას დაატეხს ერთი ან მეორე.
პარალელური ადგილები: იგავესნი 24:20
- იგავესნი 13:9მართალთა ნათელი მხიარულობს, ბოროტეულთა ლამპარი კი ქრება.
- იობი 18:5ბოროტეულთა ნათელიც ჩაქრება და აღარ იელვებს მისი ცეცხლის ნაპერწკალი;
- იობი 18:6სინათლე დაბნელდება მის კარავში და სანათური ჩაქრება მის თავზე;
- იობი 21:17რამდენგზის ჩამქრალა ბოროტეულთა ლამპარი? რამდენგზის დასტეხიათ უბედურება? ის ანაწილებს ხვედრს თავის რისხვის ჟამს.
- ფსალმუნები 11:6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
- იგავესნი 20:20დედ-მამის მაგინებელს უკუნეთ ღამეში ჩაუქრება ლამპარი.
- იუდას ეპისტოლე 1:13ზღვის მძვინვარე ტალღები, თავიანთივე სირცხვილით აქაფებულნი, ცდომილი ვარსკვლავნი, რომელთათვისაც საუკუნოდ გამზადებულია ბნელეთის უკუნი.
- იგავესნი 23:18რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 24
სრულად წაიკითხე: იგავესნი 24 · გახსენი ბიბლიის მკითხველში