
იგავესნი 26:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.
იგავესნი 26:14 · საქართველოს საპატრიარქო
იგავესნი 26:14 კონტექსტში
26:12თუ გინახავს კაცი, რომელსაც თავი ბრძენად მიაჩნდეს? ბრიყვს მასზე მეტი იმედი აქვს.
26:13ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომია, შუა ქუჩაში ლომიაო.
26:14კარი თავის ანჯამაზე ტრიალებს, ზარმაცი - თავის ლოგინზე.
26:15ზარმაცი ხელს ჯამში კი ჩაყოფს, მისი პირთან მიტანა კი ეზარება.
26:16ზარმაცს თავისი თავი უდრო ბრძენი ჰგონია, ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი.
პარალელური ადგილები: იგავესნი 26:14
- ებრაელთა მიმართ 6:12რათა მცონარებას არ მისცეთ თავი, არამედ ბაძავდეთ მათ, რწმენი თა და დიდსულოვნებით რომ იმკვიდრებენ აღთქმათ.
- იგავესნი 12:24გამრჯეთა ხელი იხელმწიფებს, უდები კი მოხარკედ იქცევა.
- იგავესნი 12:27უდები კაცი საგზალს არ იმზადებს, კაცის სიბეჯითე კი ძვირფასი განძია.
- იგავესნი 24:33ცოტას იძინებ, ცოტას ჩასთვლემ, ცოტახანს თავქვეშ ხელებს შემოიწყობ დასასვენებლად,
- იგავესნი 6:9როდემდე უნდა გეძინოს, მცონარავ? როდის გაიღვიძებ ძილისგან?
- იგავესნი 6:10მცირე ხანს გასტანს შენი ძილი, მცირე ხანს გასტანს შენი თვლემა, მცირე ხანს გასტანს შენი ხელდაკრეფა დასაძინებლად.
განაგრძე კითხვა: იგავესნი 26
სრულად წაიკითხე: იგავესნი 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში